ამ სტატიაში მოყვანილია 5 თემა რომლებსაც მეწარმეები იშვიათად განიხილავენ, მაგრამ ამასთანავე, ეს თემები აწუხებს ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ბიზნესის დაწყების მცდელობა: 

1. ბიზნესის დამფუძნებელი როგორც წესი მარტოხელაა, ამაზე საჯაროდ არ საუბრობენ, განსაკუთრებით სტარტაფის დამფუძნებელი. ამ შემთხვევაში თანამშრომელიც და ხელმძღვანელიც თავად ხართ. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა გვერდით ახლობელი ადამიანი გყავთ, რომელსაც ესმის თქვენი და გითანაგრძნობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციური დამოკიდებულებაა, თან იშვიათს უმართლებს ასე - საქმეში კი მაინც მარტო ხართ. სტარტაპის წამოწყება უკავშირდება უდიდეს ემოციურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ამიტომ ამ საქმეს თუ ხელს კიდებთ, მზად უნდა იყოთ ყველანაირად. 

2. ბიზნესის დამფუძნებელი მუდმივად ეჭვებშია. არსებობს სტარტაპერების ორი ტიპი: ისინი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს რა ელის მათ ბიზნესს და ისინი, ვინც იტყუებიან, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება. კომპანიის შექმნის დაწყება ნიშნავს მუდმივ შფოთვას და ეჭვის თვალით ყურებას მოვლენებზე. ზოგჯერ პოზიტიური მოვლენებიც ხდება, მაგალითად დამატებითი კლიენტები, მაგრამ ძირითადად ეს პროცესი პრობლემებით სავსეა, რომლებსაც იშვიათად ახლავს მათი გადაწყვეტის მზა რეცეპტი. ეს ადამიანს ძალიან თრგუნავს, ამიტომ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ თუ საქმის ბოლომდე მიყვანა და სამომავლოდ განვითარება გსურთ.    

3. საკუთარმა კომპანიამ მეპატრონე შეიძლება ბანკროტობამდე მიიყვანოს, თუმცა ხშირად შეიძლება მოისმინოთ ისტორია სტარტაპის გაყიდვაზე, რომელმაც მილიონები მოუტანა შემქმნელს და გაამართლა მისი მცდელობა. 
მაგრამ რა უნდა ქნათ მანამ, სანამ სტარტაპი წარმატებული გახდება და გაყიდით მომგებიანად? მეწარმეებს არ უყვართ ამ თემაზე საუბარი. იშვიათ სტარტაპერებთან მოდის «დიდი დღე», როცა საკუთარ ქმნილებას მომგებიანად ყიდიან. როგორც წესი ეს დღე დგება მაშინ, როცა დამფუძნებელმა უკვე დაკარგა ჩადებული ფულის ნაწილი ან სრული თანხა. ადამიანები, რომლებიც რეგულარულ შემოსავალს იღებენ, ასეთი რამ უაზრობად შეიძლება მოეჩვენოთ.

4. დამფუძნებელს ყოველთვის თანსდევს წარუმატებლობის შანსი. პრობლემა არა თავად პროექტის ჩავარდნაში, არამედ მუდმივად შფოთვის რეჟიმშია, რომელიც სტარტაპის შექმნას თავად შემქმნელის ემოციური დამოკიდებულებიდან გამომდინარე მუდმივად თან ახლავს. თითქოს სტარტაპერს უარყოფითი მოლოდინი მუდმივად ახსენებს, რომ შეცდომა დაუშვა, გაიფუჭა რეპუტაცია, არასწორი მიმართულება აიღო და ა.შ. ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს სტარტაპზე და ის თემაა, რომელზეც ასევე არ საუბრობენ. 

5. დამფუძნებელს უწევს პროექტთან ბოლომდე დარჩენა, როცა ყველაფერი კარგად არის, სტარტაპის დამფუძნებლად ყოფნა მშვენიერია! მაგრამ, როცა გემი იძირება, კაპიტანს არ შეუძლია მისი დატოვება. თქვენ ვერ მოისმენთ ვერცერთ ისტორიას, სადაც ნათქვამია, რომ სტარტაპის დამფუძნებელი ტოვებს მის შქმნილ საქმეს და სხვაგან მიდის სამუშაოს საძებნელად. მას ბოლომდე უწევს სტარტაპთან დარჩენა და ყველა პასუხისმგებლობის სრულად შესრულება, რაც ნაკისრი აქვს - მაგალითად იჯარის გადახდა ნულოვანი შემოსავლის ფონზე და ა.შ.  იმის ცოდნა, რომ თქვენ გაკისრიათ პასუხისმგებლობები, რომელთა თავიდან აცილება მარტივი არ არის, მუდმივად დამთრგუნველია. როცა მეწარმეები იკრიბებიან, მათთვის გაცილებით ადვილია პოპულარული თემების განხილვა, ვიდრე მსგავს პრობლემებზე საუბარი. 
მიუხედავად ყველაფრისა, კომპანიების დამფუძნებლებმა იციან, რომ ფინანსურ და ტექნიკურ პრობლემებს ყველაფერის ფასად უნდა გაუმკლავდნენ. ამასთან, საჭიროა იპოვონ შინაგანი ძალა და დაძლიონ ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ზოგჯერ იმაზე ფიქრი, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ხარ - საკმაოდ ბევრ რამეში გეხმარება.  
სტარტაპერები და კომპანიების დამფუძნებლები ამ თემებს არ უნდა მალავდნენ, პირიქით, რაც შეიძლება გახსნილად და ხშირად უნდა საუბრობდნენ, რომ სამომვალოდ ნაკლები პრობლემა იყოს.

დატოვე კომენტარი