თუ ინვესტიციის მოზიდვა გადაწყვიტეთ, საჭიროა ემოციები რაც შეიძლება შორს გადამალოთ და ინვესტორებთან ფაქტებით  და არგუმენტებით მომზადებული მიხვიდეთ - ამ რჩევას იძლევიან წარმატებული ბიზნესმენები და სტარტაპების შემქმნელები. მაგალითად თქვენ გადაწყვიტეთ მანქანის შეძენა და გამყიდველი გიმტკიცებთ რომ ეს საუკეთსო მანქანაა, ან მეგობარი გირეკავთ და გეუბნებათ - მე საუკეთესო აქციები მაქვს, რომლებშიც შენ ფული უნდა დააბანდო. რას იზამთ? მოიქცევით ისე, როგორც გეუბნებიან? რა თქმა უნდა არა, რადგან ეს არ არის ფაქტები, ეს არის სუბიექტური მოსაზრებები, რომლებითაც ცდილობენ თქვენზე ზეგავლენის მოხდენას. სწორედ ასეა ინვესტორიც, ის ყოველთვის ცდილობს გავლენის გქვეშ არ მოექცეს და მხოლოდ არგუმენტები, ფაქტები მიიღოს ინვესტიციის ჩადებამდე, რათა დარწმუნდეს, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს და რიკსი ნაკლები ექნება. 
წარმოგიდგენთ რამოდენიმე მარტივ მეთოდს, რომლებიც უნდა გამოიყენოთ მანამ, სანამ ინვესტიციების მოზიდვას დაიწყებთ: 
- მოამზადეთ მარტივი, მაგრამ გასაგები პრეზენტაცია, მაქსიმუმ 10 სლაიდით, რომელიც განმარტავს რატომ უნდა დაფინანსდეს თქვენი იდეა. 
- გამოიყენეთ ფაქტები ყველა სლაიდში. იყავით ზუსტი და კონკრეტული, მნიშვნელობა არ აქვს რაზეა საუბარი — ყოველთვის წარმოადგინეთ ფაქტები. 
- ნუ გაყიდით ხედვას, უბრალოდ მოახდინეთ ინვესტორების, ექსპერტების, თანამშრომლების რეკრუიტინგი ფაქტებზე დაყრდნობით. თუ განსაზღვული, ზუსტი ხედვა გაქვთ, ამის გაკეთება ადვილია. ეს მცირედია იმ მეთოდებიდან, რომლებიც ინვესტიციების მოსაზიდად გამოიყენება, თუმცა ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ უმთავრესი ამ საკითხში არის ფაქტები, ფაქტები და ისევ ფაქტები. დაეყრდენით ფაქტებს და იყავით დამაჯერებელი. დაუმტკიცეთ ინვესტორს, რომ თქვენ კი არ გინდათ ფული, არამედ იდეა არის მომგებიანი, სწორი, არგუმენტირებული და ფაქტებზე დაფუძნებული, გაანალიზებული და ოპტიმალურად განხილული. 
გვერწმუნეთ, ფულის მოზიდვა ფაქტებზე დაყრდნობით გაცილებით მარტივია, ვიდრე შემთხვევითი იდეებით. მოძებნეთ ფაქტებში კონსტრუქტივი და გამოიყენეთ ისინი საუკეთესო გზით.

დატოვე კომენტარი