✔ ყველაზე უტყუარი მეთოდი - თავად წადით და ნახეთ ვინ ცხოვრობს გასაყიდ ბინაშ და საერდოთ რა ხდება. დაელაპარაკეთ მეზობლებს. გააკეთეთ ეს გამყიდველის ან მისი წარმომადგენლების გარეშე. ისეც ხდება, როცა გარდაცვლილი ადამიანების სახელით ყიდიან ბინებს, სანამ ადამიანის გარდაცვალებაზე ცნობა ყელა ინსტანციაში მივა. ასევე დაინტერესდით ბინის ჩუქების საკითხით უცხო ადამიანებს შორის. ასეთი რამ პრაქტიკაში ძალიან იშვიათად ხდება.  

✔ თუ თქვენ აუცილებლად უნდა შეიძლინოთ ბინა ახლავე, თან ახალშენში, აირჩიეთ ის, რომლებიც ხელშეკრულების საფუძვლით იყიდება. ეს ასე თუ ისე მოგცემთ იმის გარანტიას, რომ მშენებლის გაბანკროტების ან სხვა პრობელმების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნება ბინის მშენებლობის დარულების სხვა პირობები ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, რითიც შემდეგ შეძლებთ სასამართლოში ან სხვა ინსტანციაში იხელმძღვანელოთ. სამშენებლო კოოპერატივის შექმნის სქემა უფრო საშიშია, რადგან ამ შემთხვევაში მყიდველი თავად ხდება მშენებელი და ყველა რისკი მასზე გადადის. ისეთი სამშენებლო სქემების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობის გვერდის ავლით ხორციელდება საერთოდ დაივიწყეთ! 

 ✔ ვარიანტი, რომ მშენებარი ბინა იყიდოთ და შემდეგ დასრულებული და გაფორმებული უფრო ძვირად გაყიდოთ - ასევე დაივიწყეთ, რადგან ამ საქმეში დიდი რისკია. უკვე აშენებული ან თითქმის აშენებული ბინის ყიდვა გაცილებით უსაფრთხოა. გინდათ კრიზისით ან კარგი ფასდაკლებით ისარგებლოთ? მაშინ შესაფერის მომენტს დაელოდეთ და უძრავი ქოების ბაზარი გააკონტროლეთ, რომ სრული ინფორმაცია გქონდეთ და არ შეცდეთ. თუმცა მსგავსი საკითხები სჯობს მიანდოთ პროფესიონალ ინვესტორებს, რადგან უძრავი ქონების ბაზარზე რისკების გვერდის ავლა და სწორი გადაწყვეტილების მიღება მათ გარეშე ძალიან რთულია.

დატოვე კომენტარი