გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის ზოგიერთი ადამიანი მდიდარი, ზოგი კი ღარიბი. ჩვენ ხომ ყველას ერთნაირად გვაქვს მოცემული 24 საათი დღე-ღამეში და შეუზღუდავი გონებრივი შესაძლებლობები?
1. ძუნწობა
მუდმივად მაღაზიების ვიტრაჟებზე ფასდაკლებისა და აქციების წარწერების ძებნა. შვილების ხარისხიან განათლებაზე ფულის დაზოგვა (იმ მიზეზით, რომ თქვენ არავინ დაგხმარებიათ), თანამშრომლების იძულება მინიმალურ ანაზღაურებაზე, მაქსიმალურად კარგად იმუშაონ. თუ ეს ყველაფერი გახასიათებთ, მაშინ ღარიბი ადამიანის ყველაზე გავრცელებული თვისებები თქვენში უკვე არის. 
2. საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის განცდა
ხშირად დამიანები საკუთარ თავს ადანაშაულებენ განმასხვავებელი ნიშნების გამო, სქესის ან ნაციონალობის გამო. არადა ამ ყველაფერს საკუთარი მიზნებისთვის უნდა იყენებდეს ადამიანი. გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენთვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნები შეიძლება ბიზნესის სამომავლო განვითარებაში დაგეხმაროთ? 
3. იმ საქმის კეთება, რომელიც არ გიყვართ
ადამიანს არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა, მას კი აიძულებენ. ვიღაცას ქვითრების შევსება არ უყვარს. ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერი დათმონ, რაც მათ აზარალებს. 
4. ბედნიერების ფულით განსაზღვრა
ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც მას ბედნიერებისთვის სჭირდება, არის ფული. ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ადამიანს და აიძულებს აკეთოს ის, რაც არ უნდა.
5. ინვესტირების არცოდნა
ჩვენ არ ვიცით საკუთარი რესურსების ინვესტირება, იქნება ეს ფული თუ ადამიანური რესურსი, ჩვენ დროს ვკარგავთ უსარგებლო საქმიანობაზე, ტანსაცმელებზე ან მანქანაზე. ისწავლეთ საკუთარი რესურსის სწორად ინვესტირება - ეს ხომ მდიდარი ადამიანის ერთ-ერთი თვისებაა. 

დატოვე კომენტარი