ბევრი ადამიანი, რომელსაც გარკვეული ფულადი სახსრები გააჩნია, ფიქრობს როგორ დააბანდოს მომგებიანად. გამოსავალი შეიძლება იყოს ინვესტიცია, რომელიც გულისხმობს ფულადი სახსრების ჩადებას გარკვეულ ობიექტ-ფინანსურ საქმიანობაში, შემოსავლის მიღების მიზნით. თუმცა საინვესტიციო საქმიანობისას საჭიროა გონივრული მიდგომა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. ესა თუ ის ინვესტიცია ატარებს რისკის სხვადასხვა დონეს, რომელიც დამოკიდებულია დაბანდებული თანხის ოდენობაზე, ინვესტიციის პერიოდზე და შემოსავლის პროცენტზე. 
თავის მხრივ არსებობს რამოდენიმე საინვესტიციო გზა, რომელთაგან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია კონკრეტული საინვესტიციო ინსტრუმენტის მუშაობის პრინციპებზე და თავისებურებებზე. წრამოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:
- საბანკო დეპოზიტი – გარკვეული თანხის საბანკო ანგარიშზე დადება სხვადასხვა ვალუტაში, დარიცხული პროცენტით სარგებლის მიღების მიზნით; 
- საპაიე საინვესტიციო ფონდები, რომელთა ძირითადი თავისებურებებია: 
— მარტივი და სწრაფი ანგარიშსწორება;
— პროფესიონალი მენეჯერის მომსახურება (ფინანსების მართვა);
— ინვესტიციების ფართო სპექტრი;
— სტაბილურობა (დივერსიფიკაცია);
— ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციებიდან.
მნიშნველოვანი მომენტია საპაიე ფონდების სტატისტიკის შესწავლა, სანამ ფულს დააბანდებთ მასში - ბოლო 2-3 წლის მანძილზე მისი შედეგები დადებითი მაჩვენებლით უნდა აისახებოდეს. 
- ფორექსის ბაზარი: ეს არის დეცენტრალიზებული ფინანსური ბაზარი, რომელზეც სავაჭრო საქონლად წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნების ვალუტა. ის მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ბაზარია. მასთან წვდომას უზრუნველყოფენ სპეციალური ფორექს-ბროკერები, რომლებიც ონლაინ რეჟიმშიც საკმაოდ ბევრნი არიან და ეფექტურად მუშაობენ. თუმცა, ყველა ბროკერს მუშაობის თავისებური სტილი აქვს. ბროკერის არჩევამდე საჭიროა მისი პირობების შესწავლა და გამოხმაურებების წაკითხვა სხვადასხვა რესურსებზე.  
- სადაზღვევო-დაგროვებითი ანგარიშები;
- საპენსიო დანაზოგი; 
- საინვესტიციო მონეტები;
- უძრავ ქონებაში დაბანდება;
- მინდობილობით მმართველობა.
უპირველეს ყოველისა, მანამ, სანამ თქვენს ხელთ ასრებულ თანხას საინვესტიციო მიმართულებას შეურჩევთ, საჭიროა კარგად გაერკვეთ იმ სფეროში, რომელზეც არჩევანს გააკეთებთ. გადახედეთ მონაცემებს, კვლევებს, ბოლო წლების მაჩვენებლებს, გამოხმაურებებსაც ყურადღება მიაქციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რათა ნაკლები პორბლემები გქონდეთ და დაბანდებულმა ფულმა თავის ტკივილის ნაცვლად სარგებელი მოგიტანოთ.

დატოვე კომენტარი