ადამიანები ვალების დასაფარად რამოდენიმე მცდარ გზას ირჩევენ, მაგალითად:
1. ფულის სესხება ძველი ვალების დასაფარად. ერთი ბანკიდან კრედიტის აღება, მეორე ბანკის კრედიტის გადასაფარად. 
გახსოვდეთ, არასოდეს არ გააკეთოთ ასე! არც იფიქროთ! ეს არის ვალების ორმო, რომლიდანაც ვეღარასოდეს ამოხვალთ!  
2. ვალის აღების შემდეგ გადაწყვეიტლების მიღება, რომ მას აღარ გადაიხდიან. 
ამ გზით შეიძლება ვალი მოიშოროთ, მაგრამ აბა დაფიქრდით, თუ ფული ახლობლებს გამოართვით როგორი ადამიანი გამოდიხართ თქვენ? - სახელი თავად მოიფიქრეთ...
თუ ბანკიდან გაქვთ გამოტანილი, მაშინ იცოდეთ, რომ მსგავსი რამ უბრალოდ არ გაგივათ, რადგან ბანკი თავად არ დაგიწყებთ დევნას, ასეთ დროს არსებობს სპეციალური პრობლემური ვალების ამორების სამსახური, რომელიც თქვენს მოფერებას ნამდვილად არ დაიწყებს და სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ. 
არსებობს მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ვალების მოშორებაში. მაგრამ იცოდეთ, ეს არ მოხდება ერთ ან ორ დღეში, არც ერთ კვირაში ან თვეში. ამას დრო დასჭირდება, სამაგიეროდ ვალები აღარ გექნებათ. მაშ ასე:
1. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რამდენი გაქვთ ვალი. თუ ეს ბანკის კრედიტია, გაარკვიეთ როგორ და რამდენი პროცენტი ერიცხება, რამდენის გადახდა მოგიწევთ ხვალ, ზეგ. 
2. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი შემოსავალი, გასავალი - რაც ყოველ თვე გაქვთ. ეს მნიშვნელოვანია. ხარჯების თანხაზე დამოკიდებულია ბევრი რამ და ასევე ვალების დაფარვის სისწრაფე. 
3. თქვენ უნდა ხარჯოთ იმაზე ნაკლები, რამდენსაც შოულობთ, სხვაობა კი გადადოთ. ფულის გადადება უნდა მოახერხოთ მაქსიმალური რაოდენობით. 
რჩევა: ნუ დაგზარდებათ დანაზოგის გაკეთება, რომელიც თქვენთვის ნამდვილად გამოსადეგი იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოიკლოთ ყველაფერი ან იშიმშილოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვალები, განსაკუთრებით ბანკის - თქვენი ბიუჯეტის ორმოებია, ეს არის ფული, რომლის დახარჯვაც შეგიძლიათ საკუთარ თავზე. ამიტომ, თქვენს ინტერესში უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მოიცილოთ ვალები.

დატოვე კომენტარი