ტრეიდინგსა და ბირჟაზე მუშაობასთან დაკავშირებით იმდენი ფილმია გადაღებული, რომ ხუთეულის გამოყოფა საკმაოდ რთული იყო. თუმცა, სირთულის მიუხედავად და საინტერესო ფილმების დიდი რაოდენობისა, არჩევანი მაინც გაკეთდა და გთავაზობთ ფილმების ტოპ-ხუთეულს:  

1. უოლ-სთრითის მგელი - თაღლითი ბროკერის წარმატებებისა და კრახის შესახებ საუკეთსოდ მოთხრობილი ისტორია. მთავარ როლს ასრულებს ლეონარდო დიკაპრიო. ამ ფილმს შეუძლია ყველა ტრეიდერს მოუთხროს ბროკერის მთავარ როლზე, თუ როგორ უნდა გაყიდონ და რას აკეთებენ კლიენტის მოსაზიდად (ბინარული ოპციონების ძალიან ბევრი ბროკერი მუშაობს ამ პრინციპით).


2. ბედნიერების დევნაში - რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორია, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. კრის გარნერი კარგავს ფულს და ბინას. ცოლი წარუმატებლელ კაცად თვლის. ის ნახულობს საკუთარ თავში ძალას, რომელიც ეხმარება იბრძოლოს ოცნების განხორციელებისთვის. ფილმი ტრეიდერებს დაანახვებს თუ რისთვის არის მზად ზოგიერთი ადამიანი, რომ წარმატებას მიაღწიოს!  


3. კარგი წელი - ეს არის ფილმი ჩვენს ცხოვრებზე, ჩვენს იდეალებზე, ოცნებებზე და რეალობაზე, იმაზე თუ რისკენ ვილტვით, სად აღმოვჩნდებით ხოლმე, რაზე ვფიქრობთ და რა არის ჩვენი ბედნიერებისთვის საჭირო. ზოგჯერ ჩვენ არასწორად ვაყენებთ პრიორიტეტებს, რადგან არასწორ არჩევანს ვაკეთებთ.  


4. უოლ სთრითი: ფულს არ სძინავს -  ყოფილი კორპორატიური ტრეიდერი გორდონ ტეკო ციხიდან გამოდის სრულიად ახალ სამყაროში, რომელიც ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. ის დინოზავრია, რომლის მეთოდებიც დიდი ხნის წინ გაცვდა, რეპუტაცია კი არ აქვს. ეს ფილმი დაგანახვებთ როგორი მონსტრები არსებობენ ფინანსურ ბირჟაზე და როგორ უდნა იმოქმედოთ, რომ გადარჩეთ.  


5. რისკის ზღვარი - 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაწყებულია, მაგრამ ამერიკამ ჯერ არ იცის რა კატასტროფა ელის წინ და მხოლოდ უოლ-სთრითის ტოპ-მენეჯერების ჯგუფი ეძებს გადარჩენის რეცეპტს. ეს იყო ყველაზე საშინელი საათები მათ ცხოვრებაში... თქვენ ფიქრობთ, რომ ფულის დაკარგვა საშინელებაა? მაშინ უყურეთ რას აკეთებენ ისინი...


დატოვე კომენტარი