როცა ადამიანს გარკვეული დანაზოგი უჩნდება, უნდა მისი გაზრდა და ებადება შეკითხვა: - სად დააბანდოს ფული? ინვესტიციის უამრავი ინსტრუმენტი არსებობს. ამჯერად ვისაუბრებთ ოქროში ინვესტირებაზე. 

რატომ ოქრო?

უკვე რამოდენიმე ათეული წელია ოქროში დაბანდება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ და საკმაოდ კარგი შემოსავლის მომტანად. ბაზარი მყარი და პერსპექტიულია, ამიტომ, რატომაც არ უნდა იფიქროთ ინვესტირების ამ ინსტრუმენტის გამოყენებაზე? 

გთავაზობთ ოქროში ინვესტირების 4 გზას:

1. ოქროს ზოდების შეძენა - ეს ოქროში ინვესტირების ყველაზე მარტივი გზაა. თუმცა ამ მარტივ გზას აქვს თავისი უარყოფით მომენტებიც, მაგალითად ის, რომ ოქროს ზოდების შეძენისას საჭიროა გადასახადის გადახდა, რომელიც შეადგენს 18%-ს და საკმაოდ მაღალია. ოქროს ზოდების შეძენა გათვლილია გრძელვადიან ინვესტიციაზე.

2. საინვესტიციო მონეტების შეძენა - ამ შემთხვევაში გადასახადის გადახდა არ მოგიწევთ, თუმცა მათი ფასი ძვირია, რადგან ბანკები ცდილობენ გაყიდვებით მეტი შემოსავალი მიიღონ. ისევე როგორც ოქროს ზოდები, საინვესტიციო მონეტებიც გრძელვადიანი ინვესტიციაა. 

3. საბანკო ოქროს დეპოზიტის გახსნა კარგი იქნება ისეთი ინვესტორებისთვის, ვისაც სურს ოქროში ფულის დაბანდება მოკლევადიანი პერიოდით. ასეთი ანგარიშის გახსნისას, ბანკი რეალურად ოქროს არ ყიდულობს, მაგრამ კლიენტისთვის შემოსავლების გადახდას აწარმოებს ოქროს კურსით. 

4. ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების შეძენაც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ოქროში ინვესტირების ალტერნატიული გზა. ამ შემთხვევაში საჭიროა ინფორმაციის მოძიება და საიმედო აქციების შეძენა. 

მიუხედავად ოქროში დაბანდების სხვადასხვა გზების არსებობისა, ინვესტორებისთვის აუკეთესო არჩევანი მაინც არის ბანკში ოქროს დეპოზიტის გახსნა, რადგან მას ბევრი დადებითი მხარე აქვს: პირველი, არ არის საჭირო დამატებითი გადასახადების გადახდა. მეორე, ანგარიშის დახურვა და თანხის მიღება გაცილებით ადვილია, ვიდრე ოქროს ზოდების ან აქციების გაყიდვა. მესამე, საჭირო არ არის განსაკუთრებული ცოდნა ან საკითხის გამოკვლევა, რაც მაგალითად ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების შეძენისას გჭირდება. 
ერთად-ერთი უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ბანკის არასაიმედოობა. რამდენადაც კაპიტალის დაცვა პუირველესი საზრუნავია საჭიროა შერჩეული ბანკის შესახებ ინფორმაციის სრულად გადამოწმება. 

დატოვე კომენტარი