ცარიელი ფართი - ეს არის მეიჯარისთვის სრული ჯოჯოხეთი, თუმცა ფართის სტაბილურად გაქირავება და შემოსავლის მიღება დამოკიდებულია მოიჯარეზე, ანუ უძრავი ქონების მფლობელის შესაძლებლობაზე, სწორად შეარჩიოს მოიჯარე. ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ კომერციული ფართის გაქირავების დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. 
ქსელური კომპანიები
მათ რიცხვში შედიან ბანკები, სალონები, აფთიაქები, წიგნის მაღაზიები და სხვა მსგავსი ტიპის  კომპანიები, რომლებსაც ქსელში მინიმუმ 10 წერტილი მაინც აქვთ. 

გამოუცდელი მეწარმეები - ისინი არ უნდა შეარჩიოთ
ძირითადად ისინი დამწყებები არიან. მათ ბიზნესში გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ფინანსურ პრობლემებში ეფლობიან. ფართის ქირაობის შემდეგ კარგა ხნის მანძილზე ისინი ყოველგვარი სარეკლამო აბრის გარეშე მუშაობენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა ასეთი მოიჯარეების ბიზნესი დიდხანს ვერ ცოცხლობს. ამიტომ, ფართის დაკავებიდან ძალიან მალე შეიძლება გამოგიცხადონ, რომ იჯარის დასაფარი თანხა არ გააჩნიათ. 

გამოცდილი მეწარმეები
ესენი არიან პირები, რომლებსაც მინიმუმ ერთი მაღაზია აქვთ და გაფართოვებისკენს მიისწრაფვიან - ახალ ფართსაც სწორედ ამ მიზნით ქირაობენ ხოლმე. ისინი გაცილებით უფრო ორგანიზებულნი და წარმატებულნი არიან. მათთან ნებისმიერი წარმოჭრილი საკითხის მოგვარებაა შესაძლებელი. მოიჯარეს ეს ტიპი გაცილებით მისაღებია ზემოთ მოყვანილ მაგალითთან შედარებით. 

ფასდაკლებების და ამოყიდვის მაღაზიები (ე.წ. Outlet)
ისინი მკვრიცხლები არიან. ფართიც დიდი ალბათობით ერთი ან რამოდენიმე დღით დასჭირდებათ. სავარაუდოდ დღიურ ქირად შემოგთავაზებენ მთელი თვის საფასურის 5-10%-ს. ამიტომ, მოიჯარის ძიებისას ნამდვილად ღირს ასეთი ტიპის ბიზნესზე ფართის გაქირავება, არაფერს კარგავთ ნამდვილად. 

სპეციფიკური მოიჯარეები
ასეთ მოიჯარეთა რიცხვს მიეკუთვნებიან თევზით, ხორცით, ლუდით და რძის პროდუქტებით მოვაჭრეები. ვინც დრეზდენში ნამყოფია, ალბათ შეუვლია ცნობილ პფუნდას რძის პროდუქტების მაღაზიაში (Pfunds Molkerei), რომელიც უკვე 130 წლისაა. მიუხედავად აბსოლიტური სისუფთავისა და ნორმების დაცვისა, მაღაზიაში საშიელი სუნი დგას. ამ ყველაფერს იმიტომ გიხსნით, რომ მსგავსი ტიპის მოიჯარეებზე ფართის გაქირავების და მათი წასვლის შემდეგ კარგა ხანს გაგიჭირდებათ ფართის ხელახლა გაქირავება - აღნიშნული სპეციფიკური სუნის გამო.  დიდი ალბათობით მოგიწევთ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება და კარგად დასუფთავება, რომ შეძლოთ ფართში სუნის სრულად აღმოფხვრა. 
ეს ყველაფერი ფინანსური ხარჯია და გაქირავების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი ტიპის მოიჯარეებს შედარებით მაღალი თანხა გადაახდევინოთ.

დატოვე კომენტარი