ყველა ადამიანს უნდა იყოს მდიდარი და წარმატებული: ვიღაცა ამას არ მალავს, ვიღაცას გულის სიღრმეში აქვს ეს აზრი. 

- სიმდიდრის მიმართ დამოკიდებულების პირველი, ყველაზე გავრცელებული მცდარი მიდგომაა მიღებული განათლების და სიმდიდრის დაკავშირება. სინამდვილეში ამ გაგებებს ძალიან პირობითი კავშირი აქვთ. მდიდარი რომ გახდე, საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული ცოდნის ქონა, საჭიროა დიდი სურვილი ან ნათელი იდეა, რომელიც ცხოვრებაში უნდა განახორციელო. ამის ნათელი მაგალითია ბილ გეიტსი, რომელსაც უმაღლესი განათლება არ მიუღია. 

- მეორე შეცდომა არის საზოგადოდ მიღებული აზრი, რომ ყველა მდიდარი ადამიანი ქონების მემკვიდრეა. მშობლების ქონება წარმატებული სტარტისთვის კარგია, ხოლო დანარჩენი სრულად დამოკიდებულია ადამიანის პოტენციალზე. ბევრ მილიარდერს აბსოლიტური ნულიდან აქვს დაწყებული საქმიანობა, მაგალითად ჯორჯ სოროსს.  

- მესამე შეცდომა ეხება შერჩეულ პროფესიას. არსებობს ისეთი პროფესიები, რომლებსაც დიდი შემოსავალი არ მოაქვთ. მაგრამ ცხოვრება ამტკიცებს, რომ საკუთარი საქმის ნამდვილი პროფი ყოველთვის შეძლებს წარმატების და აღიარების მიღწევას. 

- მეოთხე შეცდომა არის გამდიდრებაში შემთხვევითობის როლის გაზრდა, რადგან სიმდიდრე არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი შრომის შედეგი. 

- მეხუთე შეცდომას წარმოადგენს შეუფერებელ პირობებზე საუბარი, თითქოს გარემოებები არის დიდი ფულის შოვნის ხელის შემშლელი. მიმოიხედეთ, ალბათ დაინახავთ მდიდრებს თქვენს გარშემო! 

- მეექვსე შეცდომა - სიღარიბის ახსნა დროის უკმარისობის მომიზეზება. მთავარია სურვილის ქონა, თორემ დროს ყოველთვის გამონახავთ. 
ტყუილად არ უთქვამს ბენჯამინ ფრანკლინს, რომ "დრო-ფულია" - ამიტომ არ ღირს დროის ფუჭად ფანტვა. 

- მეშვიდე შეცდომა, რომელიც ამ სიაში მოხვდა, არის სიღარიბის მიზეზად დაბალი ხელფასის დასახელება. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მაღალი ხელფასიც კი არ არის ნამდვილი სიმდიდრის მაჩვენებელი. მდიდრები ხელფასისთვის არ მუშაობენ - ისინი შემოსავალს ინვესტიციებიდან იღებენ.

დატოვე კომენტარი