სიმდიდრის 10 ნიშანი
 
1. პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარი თავის წინაშე საკუთარ ცხოვრებაზე. იმაზე რაც გვაქვს, ყველაფერ კარგსა და ცუდზე. ყველაფერი, რაც გაგვაჩნია, არის ჩვენი საქმიანობის შედეგი. მდიდარ ადამიანსაც ესმის ეს. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირიად საკუთარი თავის შეცოდება. იყვით პასუხისმგებლიანი. 

2. სიკეთე და სიყვარული
მნიშვნელოვანია სიკეთე და სიყვარულის შეგრძნება. თუმცა ეს არ უნდა აურიოთ ქუჩაში გაცემულ მოწყალებაში. სიკეთე - ეს არის ის, რასაც თქვენ სამყაროში გასცემთ და რისთვისაც გაცილებით მეტს იღებთ უკან. 

3. საყვარელი საქმის კეთება 
საყვარელი საქმის კეთება, თუ ის სწორად არის შერჩეული, ნამდვილი წარმატების მომტანია. მისგან მხოლოდ სიხარულს და სიამოვნებას მიიღებთ, რასაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური კეთილდღეობაც. მისი ფორმულა მარტივია: ბიზნესი=ჰობი+ფული.   

4. წარმატების გაზომვა ბედნიერებით, სიხარულის გრძნობით და სულიერი მდგომარეობით
წარმატებული ადამიანი ბედნიერებას ერთეულებში ზომავს, რომელბიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა. რაში კონკრეტულად? ყველას თავისებური საზომი აქვს. მაგრამ რეალურად მდიდარი არის ის, ვისაც სულიერი სიმდიდრის განცდა აქვს.  

5. ფინანსების გონივრულად მართვა
ხარჯები უნდა აკონტროლოთ. ცნობილია, რომ ფული მასთან მიდის, ვისაც ის აქვს. შესაძლებლობების ზრდასთან ერთად კი მოთხოვნებიც იზრდება. აქედან გამომდინარეობს შემდეგი წესი - გადადეთ შემოსავლის მინიმუმ 10% - როგორც პირადი ხელფასი. გააკონტროლეთ შემოსავლები, ხარჯები და დანაზოგი. 

6. სარგებელი პერსპექტივაში
დღეს მუშაობა განსაზღვრულია ხვალინდელი წარმატებისთვის. მდიდარი ადამიანი ყოველთვის მზად არის უფრო მეტი გასცეს, უფრო ხარისხიანად შეასრულოს და იმუშაოს წარმატებული მომავლისთვის.   

7. კმაყოფილება
იყავით ცხოვრების კმაყოფილი. იპოვეთ სიხარული დიდსა თუ პატარა საქმეში. შეიგრძენით კმაყოფილება. 

8. ნუ შეედრებით სხვებს 
წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს სხვებს არ ადარებენ. წარმატებული ადამიანი საკუთარ დღევანდელ მე-ს ადარებს გუშინდელს.  

9. სიმდიდრე განსაზღვრეთ არა ფულით, არამედ თქვენი შესაძლებლობებით და უნარებით 
რეალურად მდიდარმა ადამიანებმა გაწყვიტეს კავშირი ფულსა და ბედნიერებას შორის. ასევე არ აკავშირებენ ერთმანეთთან ანგარიშზე თანხის მოცულობას და სიმდიდრეს. ნამდვილი სიმდიდრე - ეს არის ფულის მოზიდვის შესაძლებლობა, მათი ცარიელ ადგილზე შოვნა, ახალი ბიზნესის ორგანიზების ცოდნა. რეალურად მდიდარი ადამიანი არ არის დამოკიდებული ფულის ტომრის ზომაზე.   

10. გიყვარდეთ საკუთარი ოჯახი
ოჯახი - ეს საუკეთესო მხარდაჭერაა ადამიანისთვის, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი მძიმე პერიოდში. მხოლოდ ახლობლების თანადგომას და სიყვარულს შეუძლია დაგეხმაროთ ფეხზე წამოდგომაში, როცა ყველა იმედი გადაწურული გაქვთ. მოუფრთხილდით ამ საგანძურს.

დატოვე კომენტარი