დრო წინ მიდის და იცვლება მოთხოვნა საჯარო გამოსვლის მიმართაც — დღეისათვის ის უნდა იყოს ერთდროულად ძალიან ლაკონური და მოქნილი. მნიშვნელოვანია სამ დავალებას შორის ბალანსის დაცვა. ესენია: დარწმუნება, ინფორმირება, მოტივირება. რომელიმეს სიჭარებე - უკვე შეცდომაა, რომელსაც ბევრი გამოუცდელი გამყიდველი უშვებს. გთავაზობთ 10 სლაიდს, რომელთა დახმარებით შესაძლებელია იდეის გაყიდვა: 

1. სატიტულო - თქვენი კომპანიის დასახელება, თქვენი სახელი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია. 
2. პრობლემა - აღწერეთ/გამოსახეთ პრობლემა — «კლიენტის მთავარი სატკივარი». 
3. პრობლემის მნიშვნელობის დონე - აჩვენეთ პრობლემის გავლენა ბიზნეს კლიენტზე მთლიანობაში. 
4. გადაწყვეტილება - განმარტეთ როგორ ახერხებთ თავად მოიხსნათ «მთავარი სატკივარი». 
5. გაყიდვის მოდელი  - დაანახეთ რაში იხდის კლიენტი ფულს. 
6. წარმატების ისტორია  - იმ კლიენტების მაგალითების მოყვანა, რომელთათვის ანალოგიური პრობლემის მოგვარება შეძელით. 
7. ტექნოლოგია  - აღწერეთ, რაში მდგომარეობს ნოუ-ჰაუს საიდუმლო ან განსაკუთრებულობა, რასაც თქვენ იყენებთ.  
8. დემონსტრაცია - აჩვენეთ პროდუქტის შესაძლებლობები რეალობაში ან ფოტო და ივდეო მასალა.  
9. მოახდინეთ სარგებლის მონეტიზაცია - გააკეთეთ პროდუქტის გამოყენების შედეგების რეზუმირება. 
10. შემდეგი ნაბიჯი - დაასრულეთ მოწვევა შემდეგი მოქმედებისთვის. რჩება მხოლოდ ახალი უნარების შეძენა, ინდივიდუალური სტილის გამომუშავება და მიზნის მიღწევის ძალიან ძლიერი საშუალების ხელში ჩაგდება.

დატოვე კომენტარი