სანამ აღნიშნული საკითხის გადაჭრას დაიწყებთ, საჭიროა კიდევ ერთხელ გაიხსენოთ რა საინვესტიციო ინსტრუმენტები არსებობს, როგორია მათში არსებული რისკ-ფაქტორები და რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებისას:
არსებული საინვესტიციო ინსტრუმენტები: 
საბანკო დეპოზიტები; 
არაპერსონიფიცირებული მეტალის ანგარიშები და ძვირფასი ლითონების შეძენა; 
სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევა სადაზღვევო კომპანიებში; 
საპენსიო დანაზოგი; 
საინვესტიციო მონეტები; 
საპაიე საინვესტიციო ფონდები; 
საფონდო ბირჟები; 
უძრავი ქონება; 
მინდობილობით მართვა; 
ფორექსი და სხვა.
ინვესტიციის მოდელები ვადების მიხედვით:
1. მოკლევადიანი (1-6 თვე)
აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ საბანკო ანაბრები, არაპერსონიფიცირებული მეტალის ანგარიშები (განსაკუთრებით ეფექტურია წელიწადში 10%-ზე მაღალი ინფლაციის დროს); საპაიე საინვესტიციო ფონდები და დამოუკიდებელი ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე. 
2. საშუალოვადიანი (6 თვე – 1 წელი)
საშუალოვადიანი ფინანსური ინსტრუმენტები ფაქტიურად იგივეა, რაც ზემოთ ჩამოთვლილი, მხოლოდ დაგეგმა ხდება უფრო გრძელი ვადით. 
3. გრძელვადიანი (1-5 წელი)
გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტები წარმოადგენს პერსპექტიულ აქციებში დაბანდებას, უძრავ ქონებაში დაბანდებას, მინდობილობით მართვას. ამ ყველაფერს დაგეგმვის კიდევ ურფო ხანგრძლივი პერიოდი აქვს. 
4. სტრატეგიული (5-წელზე ზევით ან ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარის თქმის განუსაზღვრელი ვადით)
ეს არის დაგროვებითი დაზღვევა 5-დან 20 წლამდე, საინვესტიციო მონეტები, უძრავი ქონება. 
საინვესტიციო მოდელის შექმნისას ასევე საჭიროა ფინანსური ინსტრუმენტის რისკების დონის გათვალისწინება, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და დიდ ზეგავლენას ახდენს დაბანდებულ თანხაზე. 
საინვესტიციო სტრატეგიის განსაზღვრის კრიტერიუმი:
1) ასაკი;
2) შემოსავლის დონე;
3) რისკისადმი მიდრეკილება;
ინვესტიციის ტრადიციული მოდელი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:
25-50% — ურისკო ინვესტიცია;
50-75% — საშუალოდ რისკიანი ინვესტიცია;
0-25% — სარისკო ინვესტიცია.
რაც უფრო ასაკოვანი ხართ, მით უფრო ნაკლებია რისკიანი ინვესტიცა და დიდია არასარიკსო დაბანდების რაოდენობა. დანარჩენი - ეს არის თქვენი დამოკიდებულება რისკის მიმართ და თქვენი ფულის «მუთაქის» შესაძლებლობები.  
თითქმის ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს ასევე აქვს თავისი სტრატეგია და მასთან მუშაობის მოდელი, რაც მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული.
გაითვალისწინეთ აღნიშნული ფაქტორები, დაგეგმეთ სწორად, გააკეთეთ გონივრული ინვესტიცია და მიიღეთ შემოსავალი! გისურვებთ წარმატებებს!

დატოვე კომენტარი