2020 წლის პირველი ოტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.37 მლრდ ლარით, ანუ 6.61 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 54.34 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია. წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets__ liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

წყარო: nbg.ge

დატოვე კომენტარი