2020 წლის 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო  ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 139 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.290 პროცენტით, მაქსიმალური 8.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.321 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

წყარო: nbg.ge

დატოვე კომენტარი