როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს iPhone 8-Apple-ის აქციების ფასზე

სექტემბრის დასაწყისში Apple, სავარაუდოდ, წარმოადგენს თავისი ფლაგმანის iPhone სრულად განახლებულ ვერსიას. თუმცა კომპანიისგან ელოდებიან ასევე iPhone 7 და 7 Plus-ის განახლებული ვერსიების გამოშვებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი iPhone 8 შეიძლება უძლიერეს მამოძრავებელ ძალად იქცეს Apple-ს სმარტფონების ბიზნესში. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ მოწყობილობის პოტენციურ ზეგავლენას Apple-ის iPhone-ის მიწოდებებზე (საბაზრო წილი), საშუალო გასაყიდ ფასსა და მთლიან მარჟაზე.

ჩვენი შეფასებით, Apple-ის ფასი იქნება 164 აშშ დოლარი, რაც ოდნავ მაღალია მიმდინარე საბაზრო ფასზე.

აქციები და საბაზრო წილი: სავარაუდოდ, Apple დაინახავს განახლების სუპერ-ციკლს ახალი iPhone-თვის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გამო, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ მოწყობილობას ექნება ახალი დიზაინი 2014 წლის შემდეგ. iPhone-ის ვიზუალური მხარე ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია Apple სამომხმარებლო ბაზრისთვის, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე, ვინაიდან მოწყობილობა აღიქმება სტატუსის სიმბოლოდ. Apple-ს ასევე ექნება iPhone მომხმარებელთა გაცილებით დიდი ბაზა განახლების გაყიდვებისთვის. მაგალითად, ბერნშტაინის შეფასებით, iPhone-ის არსებული ბაზა უახლოვდება 800 მილიონს 2017 საფინანსო წლის ბოლოს, რაც დაახლოებით 8-%-ით მეტია, ვიდრე iPhone-ის მომხმარებელტა ბაზა iPhone 6-ის ციკლის დასაწყისში. ამის გარდა, მომხმარებლები სხვა პლატფორმებიდან შეიძლება გადმოერთონ ახალ მოწყობილობაზე, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ მას ექნება ისეთი ინოვაციური ფუნქციები, როგორიცაა 3D სენსორული ფრონტალური კამერა, და ასევე რიგი სხვა სიახლეებისა, როგორიცაა OLED-დისპლეი ნაპირიდან ნაპირამდე და უსადენო დატენვა, რისი შემოთავაზებისგან Apple აქამდე თავს იკავებდა.

 

ფასი: ჩვენი აზრით, Apple მნიშვნელოვნად გაზრდის ფასს iPhone 8-ზე. გაჩნდა ინფორმაცია რომ ახალი ტელეფონის საწყისი ფასი იქნება 1000 აშშ დოლარი, რაც 350 დოლარით მეტია, ვიდრე iPhone 7 მოდელი, და ჩვენ გვწამს, რომ Apple-მა უნდა შეძლოს ამ ზრდის შეჩერბა. iPhone-ის მომხმარებლები, როგორც წესი, არ არიან ძალიან მგრძნობიარეები ფასის მიმართ, ისინი ხარჯავენ ფულს მოწყობილობის ძვირადღირებულ ვერსიებზე უფრო დიდი დისპლეებითა და მეტი მეხსიერებით. მაგალითად, IDC აფასებს, რომ iPhone-ის მომხმარებელთა ნახევარი ირჩევს iPhone 7 Plus მოდელს, ხოლო iPhone 6 ციკლის დროს Plus-ვერსიას ირჩევდა მხოლოდ მესამედი. მეტიც, ახალი მოწყობილობის საწყისი ფასი იქნება მხოლოდ ოდნავ მეტი 256 GB 7 Plus-ის ფასზე, რომელიც ამჟამად 969 დოლარს შეადგენს. ასევე არის ხელშეწყობა უსადენო ბაზრისგან, როგორიცაა ყოველთვიური მომსახურების ანგარიშები და ფინანსური სქემების აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სმარტფონი პირველადი შენატანის გარეშე.

მთლიანი მარჟა: iPhone-ზე მარჟა გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოიქცა გასული წლის განმავლობაში  მიუხედავად ფასის გარდაუვალი ზრდისა, რომელიც გამოწვეული იყო დაპატენტებული კომპონენტების (როგორიცაა სენსორული ეკრანები და სხვა) რაოდენობის გაზრდით, ნახევარგამტარებზე უფრო მაღალი ფასითა და უცხოური ვალუტის ცვალებადი კურსით. იმ დროს, როდესაც iPhone 8-ის მნიშვნელოვნად მაღალი ფასი შეიძლება დაეხმაროს Apple-ს, შეამციროს ეს ზეწოლა, კომპონენტების ფასი, სავარაუდოდ, დარჩება მაღალი. მაგალითად, OLED ეკრანის, რომელიც ექმნება ახალ მოწყობილობას, ფასმა შეიძლება ხანმოკლე პერსპექტივაში შეფერხება გამოიწვიოს, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენტული Samsung Electronics აკონტროლებს მობილური OLED ბაზრის 90%-ს. Apple-ის წარმოების ადრეული მომგებიანობა შეიძლება იყოს დაბალი ახალ მოწყობილობაზე, შედარებით ისეთ მოწყობილობებთან, როგორიცაა 6S და 7, რომლებსაც აქვთ ფორმალური ფაქტორი, მყოფი წარმოებაში 2014 წლიდან.

დატოვე კომენტარი