ექვემდებარება თუ არა მონიტორინგს ერთდროულად განხორციელებული ერთნაირი შინაარსის რამდენიმე ოპერაცია, რომელთა ჯამი აღემატება 30 000 ლარს, ხოლო ცალ–ცალკე ოპერაციათა თანხა არ აღემატება აღნიშნულ თანხას? მაგალითად: კლიენტმა 30 000 ლარს ზემოთ თანხით ერთდროულად შეიძინა ორი ან მეტი ვალუტა ან ფასიანი ქაღალდი.
კლიენტის მიერ 30 000 ლარს (ან მისი ექვივალენტს სხვა ვალუტაში) ზემოთ თანხით ერთდროულად განხორციელებული ერთი და იგივე შინაარსის რამდენიმე ოპერაცია ექვემდებარება მონიტორინგს, მიუხედავად იმისა, მათი თანხა ცალ–ცალკე აღემატება თუ არა აღნიშნულ ზღვარს. მაგალითად: მონიტორინგს ექვემდებარება, კლიენტის მიერ 30 000 ლარს (ან მისი ექვივალენტს სხვა ვალუტაში) ზემოთ თანხით ერთდროულად ორი ან მეტი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ან ასეთი თანხით ერთდროულად სხვადასხვა უცხოური ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა

დატოვე კომენტარი