ხვალ 3 კომიტეტი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებულ ახალი საპენსიო სისტემის შესახებ კანონპროექტის განხილვებს იწყებს.

კანონპროექტის მიხედვით, იქმნება მეორე საპენსიო სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს. 

მექანიზმი შემდეგია: დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები. 

კანონპროექტის მიხედვით, მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2პროცენტი-2პროცენტი-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის. როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს სახელმწიფო და დამსაქმებელი შესაბამისად შეწყვეტენ შენატანების განხორციელებას.

ნარჩუნდება კერძო დაგროვებითი სისტემა. მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, მათ შეეძლებათ გააგრძელონ საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის სულ მცირე 2პროცენტი-ის შეტანა დაგროვებით საპენსიო სქემაში.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი