დღეს კომპანია "ჰაიდელბერგცემენტი" კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაციისა და კლინკერის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ცერემონიალს გამართავს. 

ცერემონიალს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ჰანიველ პარტნერსის დირექტორი ირაკლი რუხაძე დაესწრება.

კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და მის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხობს, რაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას და წარმადობის ზრდას განაპირობებს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უმაღლესი სტანდარტის ფილტრაციის სისტემა და ემისიების მუდმივი მონიტორინგის სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც საწარმო მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობის გაკონტროლება ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. 

პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ჰანიველ პარტნერსის მხარდაჭერით განხორციელდა

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი