კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ანდრო გოცირიძის თქმით, ჰაკერების მომდევნო სამიზნე, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები იყვნენ. როგორც ექსპერტი ამბობს, თუ აქამდე ჰაკერების მთავარი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები იყო, ამ შემთხვევაში მათი ინტერესის საგანს სადაზღევევო კომპანიები წარმოადგენენ; ამ საშიშროების წინაშე საქართველოს სადაზღვევო კომპანიები და მათი მომხმარებლებიც არიან. ჰაკერებმა შესაძლოა პაციენტებს ID, ჯანმრთელობის მონაცემები და სოციალური ნომერი მოიპარონ. 

“თუ აქამდე კიბერთავდასხმის მსხვერპლი იყვნენ საფინანსო ინსტიტუტები, დღეს “დარქნეტში” ფასი აწეულია ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმებიდან სადაზღვევო ბიზნესიდან გასულ ინფორმაციაზე, რადგან საფინანსო სექტორზე თავდასხმა მყისიერ ფინანსურ შედეგს იძლევა ჰაკერისთვის, მაგრამ თუ კი სადაზღვევო კომპანიიდან მოიპარავენ თქვენს პირად მონაცემებს და გაყიდიან, ამას შესაძლოა, თქვენ ვერასდროს მიხვდეთ, თუ ის თაღლითური გზით არ იქნა გამოყენებული”,-ამბობს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი