2019 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი 528,678-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 2018 წელთან შედარებით 0.1პროცენტი-ით ნაკლებია. შემცირება ძირითადად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან ვიზიტორთა ნაკადის შემცირებას უკავშირდება. 

მათგან, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 305,939 ადამიანი დარჩა, რაც 2018 წელთან შედარებით 5.9პროცენტი-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ. 

10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის 
  1. აზერბაიჯანი - 92,341 ვიზიტორი, კლება წინა წელთან მინუს 3.4პროცენტი;
  2. რუსეთი - 85,922 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16.8პროცენტი;
  3. სომხეთი - 77,968 ვიზიტორი, კლება წინა წელთან მინუს 5პროცენტი;
  4. თურქეთი - 64,349 ვიზიტორი, კლება წინა წელთან მინუს 20.2პროცენტი;
  5. უკრაინა - 10,453 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.6პროცენტი;
  6. ირანი - 8,424 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 41.2პროცენტი;
  7. ისრაელი - 7,217 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 132.1პროცენტი;
  8. ყაზახეთი - 3,157 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35.9პროცენტი;
  9. ფილიპინები - 3,080 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 29.8პროცენტი;
  10. ინდოეთი - 2,830 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 5.9პროცენტი.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან? 

იმას თუ რამდენს ხარჯავენ უცხოელები საქართველოში ეროვნული ბანკი ითვლის. სებ-ს იანვრის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 2018 წლის მდგომარეობით ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული $3.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო. 2018 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ისტორიაში პირველად გადააჭარბა 8 მილიონს. 

ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროები: 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში სულ 2,390 სასტუმროს ტიპის ობიექტია (აქედან: 867 სასტუმროა, 966 საოჯახო სასტუმრო და 557 სხვა ტიპის განთავსების ობიექტი). ამ ობიექტებში ნომრების საერთო რაოდენობა 34,608-ს შეადგენს, ხოლო საწოლების ჯამური რაოდენობა 85,314-ია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტულ სექტორს სრული დატვირთვის პერიოდში ერთდროულად 85,000 ადამიანის მიღება შეუძლია.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი