"ჩვენ მივესალმებით კონკურენციას, რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვითარდება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის", - ასე გამოეხმაურა კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი “საქმის კურსთან” ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობას. 

მისი თქმით, ტვირთების კუთხით ყველა გამონახავს თავის ნიშას, იქნება ეს ანაკლია, თუ ფოთის პორტი. 

"მე კონკრეტულად მათ გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენი პორტი იქნება ღრმაწყლოვანი, 16 მეტრი სიღრმის, რომელიც შეძლებს მიიღოს 10 ათას TEU-იანი გემები, რომელიც არის ყველაზე დიდი, რაც გამოდის ბოსფორიდან შავ ზღვაში; ასევე, მოემსახუროს ყველაზე დიდნაყარი ტვირთების გემებსაც, 80 ათას ტონიან "დედვეითის" მქონე გემებს. ამ კუთხით ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის მასშტაბები, რასაც სხვა ქვეყნები იყენებენ და საქართველო - ვერ", - აცხადებს ახვლედიანი. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "პეის ჯორჯია", რომელიც ფოთის პორტში APM-Terminal-ის კუთვნილ 8 ნავმისადგომს უწევს ოპერირებას, ფოთის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას იწყებს. მთლიანად ტერმინალის პროექტის ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია, პირველი ფაზისთვის კი, 99 მლნ დაიხარჯება. აქედან 50 მლნ OPIC-ის დაფინანსება იქნება. 
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი