2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,939 შეადგინა, რაც 17,061-ით მეტია 2018 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +5.9პროცენტი). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 

იანვარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: პოლონეთი +130.5პროცენტი, ჩეხეთი +96პროცენტი, ესპანეთი +65.1პროცენტი, ლატვია +63.5პროცენტი, გერმანია +46.6პროცენტი, ლიეტუვა +40.8პროცენტი და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +217.1პროცენტი, ისრაელი +132.1პროცენტი, ყირგიზეთი +112პროცენტი, ჩინეთი +72.8პროცენტი, საუდის არაბეთი +72.7პროცენტი და სხვა.
ავტორი: თელარა გელანტია

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი