ტაქსის მძღოლებს სარეკლამო ადგილების გაყიდვა ინდივიდუალურადაც შეეძლებათ- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ “საქმის კურსის”  ეთერში განაცხადა. 

მისი განმარტებით, მერიის შეთავაზება, რომ სარეკლამო ადგილის “ალმასთვის” მიყიდვის სანაცვლოდ, ტაქსებმა მიიღონ ავტომობილების თეთრად გადაღებვის ვაუჩერები, მხოლოდ შეთავაზებაა და არა ვალდებულება. 

“ყველას აქვს უფლება, უარი თქვას ამ შეთავაზებაზე, თვითონ უზრუნველყოს თეთრი ფერის მანქანით ტაქსაობა და რეკლამა თავად განათავსონ და თავად გაყიდონ ეს სარეკლამო ადგილები, თუმცა, ეს ვერ იქნება მანქანის ყველა კვადრატული სანტიმეტრი. ტაქსებზე რეკლამის განთავსების ვიზუალური სტანდარტი მუნიციპალიტეტემა უკვე დაადგინა”- აცხადებს ხმალაძე. 

მისივე თქმით, 2018 წლის 10 ოქტომბრამდე რეგისტრაცია გავლილი აქვს 17 ათასს ტაქსის, თუმცა, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს ყველა ვერ მიიღებს, რადგანაც ტაქსებს სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაც მოუწევთ, მაგალითად: უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, უნდა ჰქონდეს გავლილი ტექინსპექტირება და ა.შ.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი