საქართველო ვალდებულია 2021 წლამდე უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს.

ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვალდებულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს. ამასთან, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის თუ პარლამენტის წევრები მაქსიმალურად ცდილობენ, ამას ხაზი არ გაუსვან.

შეგახსენებთ, წინა თვეში დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ უმუშევრობის კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. კაკულია აღნიშნულ საკითხზე, ფინანსთა სამინისტროსთანაც გეგმავდა მუშაობას. თუმცა, უმუშევრობის კომპენსაციის თემაზე რამდენიმე დღეში ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ამ ეტაპზე უმუშევრობის კომპენსაციის საჭიროებას არ ხედავს

წყარო: ipn.ge

დატოვე კომენტარი