საქართველოს საფონდო ბირჟაზე ერთადერთი აქტივობა ე.წ "ფიქსინგის" დროს დაფიქსირდა, სადაც შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" 10 ობლიგაცია გასხვისდა, გარიგების ჯამური ღირებულება კი, 10,214 დოლარი იყო.

Galt and Taggart-ის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სადაც 4 ქართული კომპანიაა განთავსებული, ბოლო 1 კვირაში “საქართველოს ბანკის” 259,000-ზე მეტი აქცია გასხვისდა 4 მილიონ ფუნტ სტერლინგად, Georgia Capital-ის 83 000 აქციაზე დაიდო გარიგება, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 25 000- ზე მეტი აქცია გაიყიდა 60,000 ფუნტად, "თიბისი ბანკის" გასხვისებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 85 000-ს შეადგენს, გარიგების ღირებულება კი - 1 მილიონ 234 ათას ფუნტს.

4 კომპანიიდან ბოლო 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ „თიბისი ბანკის“ ფასიანი ქაღალდების ფასი შემცირდა 5პროცენტი-ით და თითოეული მათგანი ამჟამად 14 ფუნტი ღირს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 784 მილიონი ფუნტია. 776 მლნ ფუნტადაა შეფასებული "საქართველოს ბანკი", Georgia Capital  - 415 მილიონად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი -  306 მილიონად.

საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსი GSX ამჟამად 139 პუნქტს შეადგენს; მან გასული კვირის შემდეგ ერთი ერთეულით მოიმატა.

გამოქვეყნდა საბაზრო კაპიტალიზაციის ახალი მონაცემები, ის 22 მილიონითაა შემცირებული და ამჟამად 1 მილიარდ 941 მილიონი ლარია.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი