კატარის ერთერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანია Milaha ფოთის პორტში დაიწყებს ოპერირებას. დღეს კომპანიამ შავ ზღვაში ოპერირების დაწყების შესახებ განაცხადა. 

Milaha-ს "შავი ზღვის ექსპრესი" საბერძნეთს, თურქეთს, რუსეთსა და საქართველოს დააკავშირებს. კომპანია რეგულარული საზღვაო გადაზიდვებისთვის 2 ხომალდს გამოყოფს, რომელთაც ჯამურად 2000 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. 

Milaha-ს პრეზიდენტის ადულრაჰმან ესსა ალ-მანნის თქმით, საქმიანობის შავ ზღვაში დაწყებით კომპანია მნიშვნელოვან რეგიონალურ ბაზარს მოემსახურება. 

"შავ ზღვაში ახალი სერვისის დანიშვნა რეგიონში ჩვენს წარმომადგენლობას გააფართოებს, ამასთანავე. გაზრდილი დაფარვა ჩვენი მომხმარებლებისთვისაც დამატებითი კომფორტი იქნება, ის გადაზიდვების ხანგრძლივობასაც შეამცირებს."

Milaha პირდაპირი საზღვაო მიმოსვლას 12 პორტთან ასრულებს, ხოლო დამატებით 20-მდე პორტს კომპანია მისი ჰაბი პორტებიდან ემსახურება. კომპანია სპარსეთის ყურის, ხმელთაშუა ზღვის, ინდოეთის ზღვისა და სამხრეთ აზიის რეგიონებში ოპერირებს. 

Milaha-ს მიერ ოპერირების დაწყება საქართველოში საკონტეინერო გადაზიდვებს გაზრდის. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში, საქართველოს პორტებმა 412 ათასი კონტეინერი (სტანდარტული TEU) მიიღეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14პროცენტი-ით მეტია. ზრდა უფრო მაღალია ფოთის პორტში, ვიდრე ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი