საქართველოს მთავრობა ირლანდიურ „ლოუკოსტერ“ Ryanair-თან მოლაპარაკებებს აგრძელებს. 

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თებერვალში შედგება. 
შეხვედრა ავიაკომპანია Ryanair-ის სათაო ოფისში, ქალაქ დუბლინში შედგება. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტად მყოფმა Ryanair-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ “არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოში ფრენების დაწყება არ შეგვიძლია“. 

აღნიშნული განცხადება Ryanair-ის მარშრუტების განვითარების დირექტორმა ნილ ო’კონერიმ თბილისში რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის მსვლელობისას გააკეთა. 

წყარო: Avianews

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი