საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას იწყებს. 

„ქვეყანაში გვაქვს ავარიული სკოლები, ასევე სკოლები, რომელთა არსებული ინფრასტრუქტურაც ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. მშენებლობის გარდა, ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად წელს ვიწყებთ 83 სკოლის რეაბილიტაციის პროგრამას, ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს 2019 წლის გეგმების პრეზენტაციაზე. 

,,განათლება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია და შესაბამისად, არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. 
დაწყებულია საპროექტო სამუშაოები 27 სრულიად ახალი სკოლის მშენებლობისთვის, რომელიც ფაქტობრივად, ყველა რეგიონს მოიცავს. განათლების სამინისტროსთან ერთად განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე, ვაშენებთ როგორც მცირე, ისე დიდ კონტიგენტიან სკოლებს. 2020 წლისთვის 4 000-მდე მოსწავლე უკვე ახალ სკოლებში გააგრძელებს სწავლას“, - აღნიშნა მინისტრმა. 




ავტორი: თელარა გელანტია

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი