საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია „ამაზონთან შეთანხმებას გააფორმებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიენიჭა. „Amazon.com, Inc.-თან იგეგმება „კომერციული საიდუმლოების გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელებთან სექტემბერში ვაშინგტონში შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. საუბარი შეეხო ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს პოტენციალს და ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივას.

Amazon.com მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზიაა. კომპანიის სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს.

წყარო: 1tv.ge

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი