სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში  საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11პროცენტი-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19პროცენტი შეადგინა.

  • ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი – 34პროცენტი (103724), იაპონია – 30პროცენტი (201275 ბოთლი), პოლონეთი – 27პროცენტი (3026652) და აშშ – 3პროცენტი (456376);
  • ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477პროცენტი (99774), ჩეხეთი – 69პროცენტი (57708), ნიდერლანდები – 41პროცენტი (72249), ლიეტუვა – 19პროცენტი (439980), საფრანგეთი – 15პროცენტი (113885), ესტონეთი – 11პროცენტი (509840), ლატვია – 10პროცენტი (1612234), გერმანია – 9პროცენტი (439638), კანადა – 7პროცენტი (173538) და ა.შ.;
  • ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 102პროცენტი (135294), ყირგიზეთი – 34პროცენტი (179610), აზერბაიჯანი – 31პროცენტი (146256), მონღოლეთი – 27პროცენტი (214398), უკრაინა – 24პროცენტი (9525172), ყაზახეთი – 10პროცენტი (3396452), რუსეთი – 11პროცენტი (48587707), სამხრეთ კორეა – 275პროცენტი (68124), სინგაპური 6700პროცენტი – (40800) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (48587707), უკრაინა (9525172),  ჩინეთი  (6275909), ყაზახეთი  (3396452) და პოლონეთი (3026652).

ამასთან, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 9პროცენტი-ით აღემატება გასული წლის 11 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 36,4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია – ზრდამ 3პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 360 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 43პროცენტი. სულ ექსპორტირებულია 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 32პროცენტი-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10პროცენტი-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი