საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 23 ოქტომბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – “Discount Week” ტარდება.

კამპანია “Discount Week” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება. პროექტის მიზანია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

Discount Week-ში მონაწილეობს 29 სასტუმრო 6 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია; აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი. სასტუმროები 30პროცენტი-დან 52პროცენტი-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი