"არ ვფიქრობ რომ თავმოყვარე კომპანიები 2 პროცენტი-ზე უარს იტყვიან”-ამის შესახებ განცხადება, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძე “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. Bmg -ს კითხვაზე, შეიძლება თუ არა საპენსიო რეფორმამ არაფორმალური დასაქმების რისკი შექმნას და გაჩნდეს ჩრდილოვანი დასაქმების ბაზარი, სურგულაძემ ასე უპასუხა: 

“არ მგონია, რომ ეს 2პროცენტი თავმოყვარე კომპანიებისთვის რაიმე მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენდეს. ეს თანხა მათ უნდა დაუდონ დასაქმებულებს საპენსიო ანგარიშზე. თავმოყვარე კომპანიები ამაზე უარს არ იტყვიან, მაშინ როცა ისინი ხელფასებს ხან 5პროცენტი-ით, ხანაც 10პროცენტი-ით ზრდიან”- აცხადებს სურგულაძე. 
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დღევანდელ ეთერში ეკონომისტების და არამხოლოდ ეკონომისტების, იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საპენსიო რეფორმას ბიზნესისთვის ახალი გადასახადი შემოაქვს. 

“მართალი გითხრათ, პრესაში ასეთ გამონათვქვანებს მოვკვარი თვალი და ამან ჩემი გაკვირვება გამოიწვია, იმიტომ რომ ეს ახალი გადასახადი არაა. გადასახადის განმარტების თანახმად, გადასახადი არის ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ღებულობს “კრეფს” მოსახლეობისგან და ეს თანხა შემდგომ შედის ბიუჯტში. ჩვენ შემთხვევაში კი რა ხდება? პირიქით, სახელმწიფომ თვითონ დაიწესა გადასახადი და ის თვითონ უხდის მოსახლეობას გარკვეულ თანხას. ხოლო თითოეული რეფორმის მონაწილე კი თავის 2პროცენტი -ს მიიღებს საპენსიო ანგარიშზე”-აცხადებს სურგულაძე, რომელიც დღევანდელ ეთერში საკონსტიტუციო სარჩელის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც მოსარჩელეები დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2პროცენტი-ის გადარიცხვის ვალდებულების დაკისრებას ასაჩივრებენ, რაც მათი შეფასებით, იურიდიული პირებისთვის ახალი გადასახადის შემოღებასა და მათ საკუთრების უფლებაში ჩარევას ნიშნავს. სურგულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტს არ მიიღებს, რადგან ეს არაა გადასახადი. 

ლევან სურგულაძემ დღეს საპენსიო რეფორმის საინფორმაციო კამპანიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობას დღეს ინფორმაციის ნაკლებობა აქვს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, კერძოდ კი იმაზე, თუ რა სარგებლის მიღება შეუძლიათ მათ ამ რეფორმის ფარგლებში. მისივე თქმით, მათ უკვე აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც ვადებშია გაწერილი და ნოემბრის დასაწყისიდან უკვე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყება. 

“ყველა საინფორმაციო საშუალებებით ჩვენ ვეცდებით მოსახლეობას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, როგორი იქნება ეს წესები, როგორ მოხდება გაწევრიანება, მოკლედ ყველა ტექნიკურ საკითხზე მივაწვდით ინფორმაციას”-აცხადებს სურგულაძე. თუმცა კონკრეტული თანხა, რომელიც დაიხარჯება საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურგულაძეს არ დაუკონკრეტებია. 

სააგენტოს ხელმძღვანელი BMG-თან საუბრაში, სააგენტოს ბიუჯესაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებული ბიუჯეტი მიახლოვებულია 1 მილიონთან, თუმცა სააგენტო მომავალი წლის ბიუჯეტზე სწორედ ახლა მუშაობს და მას დასამტკიცებლად მალე გადააგზავნიან. 

“რამდენიც იქნება იმდენი იქნება, თუმცა ეს იქნება მაქსიმალურად ეკონომიური ბიუჯეტი, მაგრამ აუცილებელი და საკმარისი იმისთვის, რომ სააგენტომ ჯეროვნად იფუნქციონიროს ”-აცხადებს სურგულაძე. 

რაც შეეხება საინფორმაციო აღრიცხვის სისტემას, რომელიც რეფორმის ფარგლებში უნდა ამუშავდეს, სურგულაძის თქმით, ის მარტივი და სანდრო იქნება, რომელიც წინასწარ ტესტირებას გაივლის და ყველა ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდება, რეფორმის ამოქმედებამდე გამოსწორდება. 
“ბანკებიდან მივიღებთ ელექტრონულად ინფორმაციას, ასევე სამოქალაქო რეესტრიდან გვექნება სხვადასხვა წყაროებიც. მერე ეს ინფორმაცია შეჯერდება და დადარდება. მოგვიანებით კი თითოეულ მონაწილეს თავის საპენსიო ანგარიშებზე გამოუჩნდება თანხები, რომელიც მას ჩაერიცხა. ასევე რეფორმის მონაწილეებს, თვითონვე შეეძლება პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს”-აცხადებს სურგულაძე. 

ამასთან, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს ევროპული საქართველოს საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ ვარიანტსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ის აღნიშნულ კანონპროექტს არ იცნობს. 

“მე მართალი გითხრათ, ამ კანონპროექტს არ ვიცნობ, არ მაქვს დრო ალტერნატიული ვარიანტები განვიხილო. თუმცა, როგორც თქვენგან გავიგე, რომ შეიძლება ამ ვარიანტის მიხედვით, მთელი საშემოსავლო გადასახადი მივმართოთ საპენსიო ფონდში, არ მიმაჩნია გოვნივროულად, სახელმწიფოს სჭირდება თანხები რომ დაფაროს თავისი ხარჯები”-აცხადებს სურგულაძე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი