საქართველოს ბიუჯეტის 20-23პროცენტი ხელისუფლების შენახვაში იხარჯება. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჩინოსნების  ხელფასებსა და სხვა მომსახურებაზე 2,6 მლრდ ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველადი ვარიანტის მიხედვით 12 729 700 000 ლარითაა განსაზღვრული. დოკუმენტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით საბიუჯეტო ორგანიზაციებში შრომის ანაზღაურებაზე - 1 473 769 700 ლარი; საქონელსა და მომსახურებაზე კი 1 193 968 100 ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ხელისუფლების შენახვაზე მომავალ წელს ბიუჯეტის დაახლოებით, 21პროცენტი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით,  2019 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. კერძოდ, 2018 წელს დასაქმებული იყო 113 613 ადამიანი, მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმით კი საჯარო სამსახურებში 112 100 ადამიანი იქნება დასაქმებული.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი