2018 წლის 9 თვეში მიწის გაყიდვიდან ბიუჯეტში შემოსულობის სახით 6 მლნ 607 ათას 200 ლარი შევიდა. 

ამის შესახებ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ანგარიშგებაშია აღნიშნული. 

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული 
შემოსულობების მოცულობამ 81 მლნ 864 ათას 900 ლარი შეადგინა, რაც  საპროგნოზო მოცულობის (39 მლნ ლარი) 209.9პროცენტი-ია.

მათ შორის: შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (71 მლნ 282 ათას 500 ლარი) შეადგინა 9 თვის საპროგნოზო მოცულობის (35 მლნ 500 ათასი ლარი) 200.8პროცენტი, ხოლო არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა კი - 10 მლნ 572 ათას 300 ლარი, რაც ცხრა თვის გეგმის (3 მლნ  500 ათასი ლარი) 302.1პროცენტი-ია. 

კერძოდ, მთავრობას 9 თვეში მიწის გაყიდვიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარის მობილიზება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ფაქტიურად გაყიდა 6 მლნ 607 ათას 200 ლარის მიწა ანუ საპროგნოზო მოცულობის 330.4პროცენტი; 

ამასთან, რადიოსიხშირული სპექტრით ლიცენზიის სარგებლობით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 3 მლნ 965 ათას 100 ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (1 მლნ  500 ათასი ლარი) 264.3პროცენტი-ია.  

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი