2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოელებმა უცხოური საგადასახადო ბარათებით 1,608 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2018 წლის სექტემბერში უხოელებმა ბარათებით 207,7 ლარი დახარჯეს, რაც 79,9 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 2017 წლის სექტემბერში საქართველოში უცხოელებმა საბანკი ბარათებით 286,1 მლნ ლარი დახარჯეს.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერს საქართველოში საბანკო ბარათებით (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბანკების) 17,2 მლრდ ლარის ოპერაცია განხორციელდა, ოპერაციების რაოდენობამ კი 182,9 მლნ შეადგინა. მხოლოდ სექტემბერში განხორციელებული ოპერაციებისას დახარჯული თანხა 2 მლრდ ლარია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართველმა ტურისტებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 9 თვეში დანახარჯი 1.2 მილიარდი ლარი დახარჯეს., შარშან ამავე პერიოდში 957 მილიონი ლარი იყო. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი