საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ოქტომბრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0054 პუნქტით გამყარდა და შესაბამისად, დოლარი 2.6972 ლარი ეღირება.

ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა და ევროს ღირებულება 0.0213 პუნქტით ნაკლები, 3.0921 ლარი იქნება.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი