ყველაზე მდიდარი ათი რუსის ქონება 2018 წლის დასაწყისში საშუალოდ 10,8პროცენტი-ით გაიზარდა. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, რუსმა მილიარდერებმა ამ მონაცემით სხვა ქვეყნის მილიარდერებს გაუსწრეს. 

რეიტინგში, რომელსაც სააგენტო ადგენს, 12 მონაწილე ქვეყანაა. რუსეთის შემდეგ მოდის აშშ: ტოპ-10 ამერიკელი მილიარდერის ქონება წლის დასაწყისიდან 7,5პროცენტი-ით გაიზარდა. მესამეზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, სადაც მაჩვენებელი 3,4პროცენტი-ით გაიზარდა.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, რუს მილიარდერებს შორის ქონება ყველაზე მეტად გაეზარდა ლეონიდ მიხელსონს (პლიუს, 4,4 მილიარდი დოლარი), გენადი ტიმჩენკოს (+4,1 მილიარდი) და ვატიგა ალეკპეროვი (+3,6 მილიარდი).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი