ასევე იცვლება სესხის მოცულობის დონე და იგი მსესხებლის შემოსავალთან მოვა შესაბამისობაში. კერძოდ, თუკი პირს 1000 ლარამდე შემოსავალი ერიცხება, 200 ლარზე მეტ თანხას ვერ აიღებს.

„რეზონანსი“ ბანკების ასოციაციის წარმომადგენლის, ალექსანდრე ძნელაძის პროგნოზს ავრცელებს, რომლის მიხედვით, სპეციალისტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში საკრედიტო პოლიტიკა შეიცვლება.

"ცვლილება ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებით არის მოსალოდნელი. შეიძლება განახევრდეს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ახლა შეუძლია სესხის აღება. ცხადია, ბევრი მათგანი 1-ლი ნოემბრიდან ვერ მიიღებს თანხას, ასეთი კი მსესხებელთა დაახლოებით 40პროცენტი-ია. პირველი ნოემბრიდან სიახლე შეეხება კომერციულ ბანკებს, ხოლო მომავალ წლიდან არასაბანკოებსა და სესხების გამცემ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზეც გავრცელდება. უფრო რთული იქნება ეს პროცესი მიკროსაფინანსოებისთვის, მაგრამ არა იმ ნაწილისთვის, რომელიც ბიზნესებზეა ორიენტირებული, თუმცა გარკვეული უარყოფითი ეფექტი ექნება", - აცხადებს ძნელაძე. 

როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, გარკვეული პრობლემა ექმნებათ არა მხოლოდ მცირეშემოსავლიანებს, არამედ საშუალო და დიდი შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებსაც, რამდენადაც სესხი ლიმიტირებული იქნება.

შემოსავალი დაიყოფა სხვადასხვა კატეგორიად - 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე და ა. შ. ეს ცვლილება შეეხება მომხმარებლების ყველა ფენას, როგორც დაბალი, ასევე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე პირებს. მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უფრო შეიზღუდება.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, სამომხმარებლო სესხები განახევრდება, ხოლო იპოთეკური სესხების მოცულობა თითქმის 70პროცენტი-ით შემცირდება. იგი საუბრობს მსესხებლების სხვადასხვა კატეგორიაზეც, რომელთაც მომდევნო თვიდან სესხის აღება ეზღუდებათ.

ნოემბრიდან კომერციულ ბანკებში მსესხებელი სესხს ვერ აიღებს, თუ თანამსესხებელი მისივე ოჯახის წევრი არ იქნება.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება ამოქმედდება, რომელიც ქვეყანაში სესხის გამცემ ორგანიზაციებს დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს. ასევე დგინდება, რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი