საარსებო მინიმუმი საქსტატის გათვლებით სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემცირდა. შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, რაც 1 ლარითა და 20 თეთრით ნაკლებია აგვისტოსთან შედარებით.

საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარია, ერთსულიანი ოჯახის – 150.7 ლარი, ორსულიანი ოჯახის – 241.1 ლარი, სამსულიანის – 271.3 ლარი.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი