ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ვაჭრობის ახალი პროექტი Trade Ready წარადგინა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. 

პროექტი Trade Ready-ის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დაძლიონ გამოწვევები და მოაგვარონ საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებში ინტეგრაციის საკითხები.

პროექტით, EBRD-ი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ვაჭრობის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ბანკებთან კონტაქტების დამყარებას სთავაზობს.

კავკასიის რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც Trade Ready-ით ისარგებლებს. პროექტი ევროკავშირის მიერ „ევროკავშირი საქართველოსთვის ინიციატივის ფარგლებშია დაფინანსებული.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი