მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება ერთ დღეში 21 მილიარდი დოლარით შემცირდა. მათ შორის პლანეტის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის ჯეფ ბეზოსის ქონება 9.1 მილიარდი დოლარით შემცირდა და $144.7 მილიარდი შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Amazon-ის აქციათა ფასი ერთი დღის განმავლობაში 6.15პროცენტი-ით, (1 აქცია - 1, 755.25$-მდე) დაეცა. Forbes-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 20 უმდიდრესი ადამიანიდან კიდევ 6 მილიარდერის ქონება, სულ 11.9 მილიარდი დოლარით შემცირდა. მათ შორის, Google თანადამფუძნებლებმა სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა 4.3 მილიარდი აშშ დოლარით იზარალეს, მარკ ცუკერბერგის ქონება კი 2.4 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელ მილიარდერთა ქონების შემცირება NASDAQ-ის ინდექსის ვარდნასთან არის დაკავშირებული, რომელიც 10 ოქტომბერს 4პროცენტი-ით დაეცა, ოქტომბრის დასაწყიდიან კი ჯამში 7.7.პროცენტი-ით დაეცა. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი