საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით  კერო სექტორის მოთხოვნები გააჟღერა. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.

„ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ პირველი, პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებებით, სარეკლამო ბიზნესი და მედია საშუალებები კარგავენ ერთ-ერთ უმსხვილესს კლიენტს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს ქვეყანაში. მეორე, ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მე-14 დღე, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც სარეკლამო კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს, რადგან რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელთა ასეთ მცირე ვადაში შეწყვეტაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული", - ამბობს აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი