საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5პროცენტი-დან 5.5პროცენტი-მდე გაზარდა. 2017 წელს 5პროცენტი-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო, მსოფლიოს ქვეყნებს შორის 42-ე იყო, ხოლო 2018 წლის პროგნოზის (5.5პროცენტი) მიხედვით, 31-ე ადგილზეა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

2018 წელს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი ლიბიაში (10.9პროცენტი) და ეთიოპიაში (7.5პროცენტი) დაფიქსირდება. ყველაზე მეტად კი ვენესუელას (-18პროცენტი) და დომინიკას (-4.1პროცენტი) ეკონომიკა შემცირდება.

საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა ISET-მაც. შედეგად, მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) ISET-ი საქართველოს ეკონომიკის 7.2პროცენტი-იან ზრდას ელოდება, მეოთხე კვარტალში კი 6.5პროცენტი-ს. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი