თბილისში, 10 ოქტომბერს დასაქმების ფორუმზე შრომის ბაზარზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას წარადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

დასაქმების ფორუმი გაიმართება რუსთავის გზატკეცილზე N18/22, „საქართველოს ბიზნესის აკადემია - CBA”-ს შენობაში.

ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ფორუმი 14:00-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი