Coinmarketcap-ის მონაცემებით, ბოლო 1 კვირაში 26 სექტემბრის შემდეგ, კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია 8 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი. ვებ-გვერდის მიხედვით ის ამჟამად 215,503,481,982 დოლარია. მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტების ფასი დიდად არ იცვლება. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა Bitcoin თავის ისტორიულ მაქსიმუმს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება, მისი ფასი 6517$-ია. Etherium-ი 214$ ღირს, საქართველოში საკმაოდ ცნობადი Ripple-ის შეძენას კი 52 ცენტად შეძლებთ. ასევე არასტაბილურია რიგით მე-2 ყველაზე ძვირი კრიპტოვალუტის, Bitcoin Cash-ის ფასი, რომლის ღირებულებაც 513$-ია, მას მოჰყვება Maker 489 დოლარით, მეოთხეზე Etherium-ია, მე-5 ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა კი Dash-ია 178$-ით.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი