მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე მიმდინარე პროცესების გამო, საქართველოში საწვავის ფასის გაძვირებას გრძელვადიან პერიოდში ვარაუდობს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი, თუმცა 3 ლარამდე გაძვირებას გამორიცხავს.

როგორც მთვრალაშვილმა რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ განაცხადა, არასწორია ასეთი პროგნოზის გაკეთება, იმ შემთხვევაშიც თუ ნავთობის ფასი 100 დოლარი გახდება.

მისი თქმით, როცა აქცენტი კეთდება სუპერზე, მისი მომხმარებელი ქვეყანაში მხოლოდ 1პროცენტი-ია, რეგულარს მოიხმარს 70პროცენტი ( 2.45 თეთრი) და 100 დოლარის შემთხვევაშიც მაქსიმუმ შიძლება 20 თეთრით გაიზარდოს. მისივე თქმით, საწვავის ფასი ეროვნულ ვალუტაზეც არის დამოკიდებული. თუ ლარი სტაბილური იქნება საწვავის ფასზე ეს დადებითად აისახება.

როგორც ცნობილია, ნავთობის ფასმა მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე 4-წლიანი რეკორდი მოხსნა. ერთი ბარელის ნავთობის ფასი ბოლო მონაცემებით, 86 დოლარია. მიზეზები, რის გამოც ნავთობის ფასი იზრდება გლობალურია და ერთ-ერთი მიზეზი მსხვილ სახელმწიფოთა შორის სავაჭრო ომსაც უკავშირდება.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი