
2018 წლის სექტემბერში აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.7პროცენტი-მდე შემცირდა. ეს 1969 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ BBC წერს.
შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის ეკონომიკამ თვის განმავლობაში 134 000 სამუშაო ადგილი შექმნა. ყველაზე მეტი ადამიანი მომსახურების სფეროში, ბიზნესსექტორში, ჯანდაცვაში და მშენებლობის სფეროში დასაქმდა.
Pantheon Macroeconomics-ის მთავარი ეკონომისტის, იან შეფერდსონის თქმით, უმუშევრობის მაჩვენებელი მომავალ წელს 3.25პროცენტი -მდე შემცირდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 10პროცენტი 2009 წელს დაფიქსირდა. ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში უმუშევრობა ჯერ 8პროცენტი-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს თითქმის 5პროცენტი-ს გაუთანაბრდა.
წყარო: www.imedinews.ge
1743