რა იცვლება პირველი ნოემბრიდან იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სესხის აღება სურთ? ბრძანება რომელიც ძალაში პირველ ნოემბერს შევა სესხების გაცემისას დამეტებით შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ: 

1. იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი 
2. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება 
3. ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი 
4. ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს. 

ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის. 6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ასე გამოიყურება: 

1. თვეში 10000 ლარზე მეტი - ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს. 
2. თვეში 7000-10000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე; 
3. თვეში 5000-7000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25პროცენტი, ანუ 1,750 ლარამდე; 
4. თვეში 3000-5000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე; 
5. თვეში 1000 -3000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20პროცენტი, ანუ 600 ლარამდე; 
6. თვეში 1000 ლარამდე - ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20პროცენტი, ანუ 200 ლარამდე; 

რაც შეეხება 6 საშემოსავლო საფეხურს ეროვნული ბანკში თემაზე მუშაობდა გრძლდება და ის, შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი