საქართველოს საფონდო ბირჟის ინფორმაციით, 27 სექტემბერს 19 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით ამის მიზეზი კომპანიების განცხადება და ის ფაქტი იყო, რომ კომპანიებს სავაჭრო სისტემაში 6 თვის განმავლობაში არც ერთი გარიგება არ ჰქონდათ დადებული.
ამჟამად GSE.GE-ს (ბირჟის ოფიციალური ვებ-გვერდი) ინფორმაციით, ბირჟაზე მხოლოდ 45 ფასიანი ქაღალდია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ 26 სექტემბრის მონაცემებით, ბირჟის ინდექსი კვლავ 155 პუნქტს შეადგენს, ახალი მონაცემები უახლოს დღეებში გახდება ცნობილი. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი